“ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ”, – ამის სესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თავისუფლებისთვის ბევრმა ამერიკელმა იბრძოლა და ბევრი დაიღუპა კიდეც.
,,დღეს აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას და დღევანდელ დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ თავისუფლებას, რისთვისაც ბევრმა ჩვენგანმა, ამერიკელმა იბრძოლა და ბევრი დაიღუპა კიდეც. ამავდროულად, ჩვენ ეს დღე ღრმად გვაფიქრებს იმ პრივილეგიებზე, რასაც ხშირად ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ ხოლმე და ეს პრივილეგიებია ჩვენი თავისუფლება, ინდივიდუალური უფლებები და ღირებულებები. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც ვიზიარებთ ჩვენ საქართველოსთან და, აქედან გამომდინარე, ძალიან გვიხარია, რომ ამ დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს მიიღო. წელს აშშ დამოუკიდებლობის 245-ე წელს აღნიშნავს.