შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს

“ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საერთო კანდიდატზე შეჯერდებიან.

„ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს. ვნახავთ, კანდიდატი ვინ იქნება. იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არსებობს და პარტიებს შორის უნდობლობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება რთულია. საარჩევნო რეფორმაზე მუშაობამ გარკვეული გამოცდილება შეგვძინა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების. იმედია, საერთო კანდიდატზე შევჯერდებით. განცხადება კარგმა კანდიდატებმა უნდა შეიტანონ, შემდეგ კარგი კანდიდატებიდან უკეთესი შეარჩიოს კომისიამ და პრეზიდენტმა, ამ ყველაფრიდან გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. წინ არის არჩევნები, რისთვისაც საჭიროა ამ პროცესმა დროულად ჩაიაროს“, – განაცხდა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები