პრემიერი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედიასთან შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე ჩატარდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი 17:00 საათზე დაიწყება.