საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
“მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Welcoming @JamesAppathurai on his visit to #Tbilisi. Discussed the @NATO-Georgia co-op, Black Sea Security, as well as 🇬🇪's significant achievements on its Euro-Atlantic path & the need to move forward on the political dimension of the integration process.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 2, 2021