Bloomberg: აშშ შუა აზიის ქვეყნებს სთხოვს, 9 ათასი ავღანელი სამხედრო მათ ქვეყნებში დროებით განათავსონ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის პროცესის დასრულებამდე, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში დროებით 9 ათასი იმ ავღანელი სამხედროს განთავსება სურს, რომლებიც ამერიკელებს ეხმარებოდნენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შეთანხმების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან სამხედროები 11 სექტემბრამდე უნდა გაიყვანოს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები უზბეკელ და ტაჯიკ კოლეგებთან ასევე განიხილავენ შეთანხმების პროექტს, რომელიც ვაშინგტონს ამ ქვეყნების ტერიტორიიდან სადაზვერვო ოპერაციების ჩატარების საშუალებას მისცემს.​

მანამდე, New York Times- მა თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებული შტატები ემზადება იმისთვის, რომ ათასობით ის ავღანელი სამხედრო სხვა ქვეყნებში განალაგონ, რომლებიც მათ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები