იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდება
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც თავისი პარტია გამოსწორდება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსწორების ნიშანი, ჯერჯერობით, არ ჩანს.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდება – ისწავლის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანასწორობაზე დამყარებულ თანამშრომლობას და ასე შექმნის ნდობას მის მიმართ როგორც კოლეგა ოპოზიციური პარტიებში, ასევე, საქართველოს მოსახლეობაში. ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ ჩანს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.