ნიკოლოზ სამხარაძე: აპატურაიმ აღგვითქვა, რომ ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

“ჯეიმს აპატურაიმ აღგვითქვა, რომ ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა.

,,ჯეიმს აპატურაის მხრიდან გამოთქმული იყო დიდი კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ გაატარა ამ წლების განმავლობაში. ასევე, მადლობა გადაგვიხადა ქართველ ხალხს ნატო-ს სახელით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე, აღგვითქვა, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველზე ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო, რა თქმა უნდა, გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და დასაჩქარებლად საჭიროა, საქართველომ იმუშაოს თავის პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები