„ალუბალი მაკლია ფიქრისთვის“ – გამოფენა გაიხსნება

2 ივლისს, 20 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა – „ალუბალი მაკლია ფიქრისთვის“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მონაწილეები არიან: ნიკა ხაბელაშვილი გიორგი გორგიაშვილი, ქართლოს ბიკაშვილი, ეკატერინე თოთლაძე, თენგიზ-ბუდუ მარგიშვილი, ლუკა ლაშხი.
მუსიკალური მხარე – ქეთო გიორგაძე.
„ჩვენ გავერთიანდით, რათა გაგიზიაროთ ის, რაც თითქმის ყოველთვის გაუზიარებელი რჩება, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი და ინტიმურია მხატვრისათვის.
პირად წიგნაკებში შესაძლებელია დავინახოთ ისტორიის დოკუმენტაცია…
ეს არის ვიზუალური დღიური, რომელიც მუდამ თან დაგვაქვს და ისიც დაუზარელად ინახავს ჩვენს ბედნიერსა თუ უფერულ, უბედურ ყოველდღიურობას, თავს გადახდენილ ამბებს, სიყვარულსა და სიძულვილს, წარმატებასა და წარუმატებლობას…
მოკლედ, გიწვევთ ჩვენს სულებში ხელის ფათურის მსურველებს“… – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტუმრებს გამოფენაზე მოსვლა შეეძლებათ – 3-4 ივლისს, 15:00-დან 22:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები