დავით მათიკაშვილი: როცა კონკრეტულ აქციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეულწილად პროვოკაციული ხასიათი, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ
“მაშინ, როდესაც კონკრეტულ აქციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეულწილად პროვოკაციული ხასიათი, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავება შეიძლება, უკეთესი იყოს.
„მაშინ, როდესაც კონკრეტულ მსვლელობას, აქციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეულწილად პროვოკაციული ხასიათი ან მის მიმართ იყოს ასევე, პროვოკაციული ქმედება გამოყენებული, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ, ასე ხდება მთელ მსოფლიოში, ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ აქციის ორგანიზატორებსა და მსვლელობაზე, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე სახის დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავება შეიძლება, უკეთესი იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.