გოგი წულაიამ ციხე დატოვა – “25-27 კილომდე მაქვს დაკლებული”
პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
,,25-27 კილომდე მაქვს დაკლებული”, – განუცხადა წულაიამ ჟურნალისტებს.
გოგი წულაიას 6 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.