გახარია – ჟურნალისტს: თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ნეპოტისტები და კორუფციონერები სად ეძებოთ, მეილი მომეცით და სიას გამოგიგზავნით
“თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, მეილი მომეცით და სიას გამოგიგზავნით”, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას ნეპოტიზმთან დაკავშირებით.
„ნებისმიერ რეგიონში, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი თუ ვინმეს ასაქმებდა, პირველ ყოვლისა, პროფესიული ნიშანი და კეთილსინდისიერება იყო მთავარი.
თქვენ თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, სიის სახით, მეილი მომეცით და გამოგიგზავნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.