გიორგი გახარია: სულელური ნაბიჯები, რომლებსაც ,,ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, უცხოეთში ჩვენი დასაცავი გახდა

“სულელური ნაბიჯები, რომლებსაც ,,ქართული ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზე საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ – ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვანაირად არ შევაფასებ, სხვებმაც შეაფასეს. ახლა არ მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მარტივ რაღაცას გეტყვით, ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“. არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში, სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯები, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ და თანავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანასა და სახელმწიფოს აზიანებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები