გიორგი გახარია: ,,ქართულმა ოცნებამ” როგორც ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა თამარ ჟვანია

,,ქართულმა ოცნებამ” როგორც ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გორში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს პარტიის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

მისი თქმით, 2020 წელს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური.

„თამარ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2020 წელს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები