ჰუბერტ ქნირში: საქართველოს სასამართლოს სისტემის რეფორმა სჭირდება
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს სასამართლოს სისტემის რეფორმა სჭირდება.
მისივე თქმით, რეფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას მოსამართლეებისა და სისტემისადმი ნდობა ჰქონდეს.
„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლოს სისტემის რეფორმა. დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისადმი და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი მიკერძოებულობაში, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.