მამუკა მდინარაძე: წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით ცხოვრების სხვა, ახალ ეტაპზე გადადის
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
“ცხოვრებაში ბევრჯერ არ ხდება, როცა ძალიან ნერვიულობ და ამავე დროს ძალიან ბედნიერი ხარ. ერთ-ერთი ასეთი მომენტი სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების დაწყებას უკავშირდება.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით ცხოვრების სხვა, ახალ ეტაპზე გადადის.
შემდეგ კი ბევრი გამარჯვება ცხოვრების გზაზე თქვენი და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – წერს მდინარაძე.