იაგო ხვიჩია: ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და აფერისტის სახელით არ უნდა იცნობდნენ

“თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა იყო თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული სწორი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ „გირჩის“ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით. მის დანახვაზე ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“, – აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი განწყობა არ მაქვს. ვფიქრობ, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა იყო თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა გუშინ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები