არჩილ თალაკვაძე დონალდ რამსფელდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივნის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული დიდი სახელმწიფო მოღვაწის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალების გამო. მისმა თავდადებულმა საქმიანობამ, გონივრულმა რჩევებმა და მტკიცე ლიდერობამ შექმნა არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა, რომელიც მუდამ გაგრძელდება. ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხსა და დონალდ რამსფელდის ოჯახს“, – წერს თალაკვაძე Twitter-ზე.
