„შალვა ქიქოძე – 100 წელი გარდაცვალებიდან” – მაკა ბეჟუაშვილის ლექცია

3 ივლისს, 13:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექცია თემაზე: „შალვა ქიქოძე – 100 წელი გარდაცვალებიდან”.
ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი – „საუბრები ეროვნულ გალერეაში”. პროგრამის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები