„მაღალი სიმკვირივის სამყარო” – ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა გაიხსნება

1 ივლისს, 18:00 საათზე, „გამრეკელი გალერეაში“ ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა – „მაღალი სიმკვრივის სამყარო” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა არამატერიალური, ფაქიზი სამყაროს კვლევის პარალელურად შექმნილი ნამუშევრების სერიაა. სწორედ ეს თემატიკა ალექსანდრე ვარვარიძის, როგორც მხატვარის, შემოქმედებითი კვლევის ლეიტმოტივია.
ავტორის აბსტრაქტულ კომპოზიციებში ჰარმონიულად შერწყმულია გლუვი ზედაპირი და მრავალფენოვანი რელიეფი, რომელსაც მხატვარმა მიაღწია სხვადასხვა დამატებითი მასალის გამოყენებით , რაც მის უტყუარ ხელწერაზე მეტყველებს. ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების კონცეპტუალური მესიჯი მისეული სამყაროს აღქმის შეგრძნებიდან მიღებული იმპულსებია.
ავტორის თქმით „ხელოვნების ნამუშევრები ჩნდება მენტალურ სიხშირეზე აზრფორმირების სახით, რომელიც შემდგომ მატერიალიზდება ჩვენთვის ხილულ სამყაროში. ფიქრები მატერიალურია ისევე როგორც ჩვენი საგნები ჩვენ ირგვლივ, თუმცა ისინი ვიბრირებენ უფრო მაღალ სიხშირეზე, ვიდრე ადამიანმა არსებობის ამ ეტაპზე თვალით შეუძლია დაინახოს“.
ალექსანდრე ვარვარიძე 90 იანი წლებიდან აქტიურად ჩანს სახელოვნებო სივრცეში.
მის სათვალავზეა 30-მდე პერსონალური და ჯგუფური გამოფენა საქართველოში და საზღვაგარეთ. ბოლო გამოფენა ამერიკელ მხატვრებთან ერთად გაიმართა ჰოლივუდში მდებარე საგამოფენო სივრცეში Mash Gallery-ს კურატორობით ქალაქ ლოს-ანჯელესში.
ვარვარიძის ფერწერულ ტილოებს შეიძლება შეხვდეთ ევროპისა და ამერიკის აუქციონებზე. 2019 წელს მისი ნამუშევარი –  “The Lipstick Kiss” გაიყიდა აუქციონზე Auction Affair s.r.l. (იტალია) საკმაოდ დიდ თანხად .
გამოფენის კურატორია ნინო გუჯაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები