„ცაზე მთვარე მიცურავდა“ – ლეილა ბეროშვილის მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება
2 ივლისს, 19 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის შიდა ეზოში (შესასვლელი თსუ-ს I და II კორპუსებს შორის) ლეილა ბეროშვილის მოთხრობების სრული კრებულის – „ცაზე მთვარე მიცურავდა“ წარდგენა გაიმართება.
ნაირა გელაშვილი:
„ლეილა ბეროშვილი ნამდვილი მწერალი-მხატვარია, მწერალი-ფერმწერი, მწერალი-კინემატოგრაფისტი – შემქმნელი სულიერ თუ უსულო საგანთა დაუვიწყარი პორტრეტების მთელი გალერეისა უმდიდრესი ენობრივი პალიტრით.

მწერლის ნამდვილ საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანობა, ადამიანად ყოფნის სევდა და საიდუმლო. ამ საიდუმლოს ის თითქოს სულს უბერავდა, მის ირგვლივ თითქოს ფეხის წვერებზე დადიოდა იმ კითხვებით სავსე, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა და რომლებიც თან გაიყოლა.
ლეილა ბეროშვილს ბევრი არა აქვს აქვს დაწერილი, მაგრამ რაც დაწერა, ყველაფერი ნამდვილია, რადგან მისია, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ბევრს და დიდის ამბით წერენ თუ იღებენ, მაგრამ მათი ნაღვაწის გროვაში ციცქნა ოქროს ძარღვსაც ვერ აღმოაჩენ“.