ლი იენი: ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების
ჩინეთის საელჩომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნა.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ლი იენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოხარულია, რომ ქართულ მხარესთან ერთად, აღნიშნეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილე
„ხალხის ბედნიერება და ერის აღორძინება ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველი მისიაა, ამ ძირითად წესს მმართველი პარტია ასი წლის მანძილზე ყოველთვის იცავდა. პარტიის ცენტრალური კომიტეტის სათავეში მყოფი ამხანაგი სი ძინფინგის ხელმძღვანელობითა და ეროვნული აღორძინების დიადი სურვილით აღსავსე ჩინელი ხალხი, ყოველმხრივ დოვლათიანი, თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნისკენ სწრაფვას გააგრძელებს.
ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლი იენმა.