ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის ხალხს კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა
„საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის ხალხს ვულოცავ მმართველი პარტიის 100 წლის იუბილეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განაცხადა.
პარტიის ძალისხმევით ჩინეთმა მიაღწია უდიდეს პროგრესს, რომელსაც მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთის, ჩინეთის საელჩომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნა.