დიდი ბრიტანეთის ელჩმა და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ითიაი ჰოლდინგის სტუდენტები Aptis ტესტის სერტიფიკატებით დააჯილდოვეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან და სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად  ითიაი ჰოლდინგის სტუდენტებს შეხვდნენ  და  Aptis ტესტის სერტიფიკატები გადასცეს. ინფორმაციას ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო აჭარის რეგიონში იმ საქმიანობის ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის შეფასების კუთხით ეწევა, როგორც ლიდერი ორგანიზაცია ინგლისური ენის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდების ადმინისტრირებასა და ენის ცოდნის დონის შეფასებაში..

“ბრიტანეთის საბჭოს აქვს ინგლისური ენის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდების შემუშავებისა და ადმინისტრირების მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ ყოველწლიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, ვატარებთ დაახლოებით 4000 გამოცდას, როგორებიცაა, IELTS, კემბრიჯის, პროფესიული და საუნივერსიტეტო გამოცდები. ამ ჩამონათვალს, 2012 წლიდან, დაემატა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებილი ინოვაციური საერთაშორისო ტესტი – Aptis. ითიაი ჰოლდინგი არის ბრტანეთის საბჭოს ექსკლუზიური პარტნიორი ბათუმში, ბრიტანეთის საბჭოს გამოცდების პრომოუშენისა და კანდიდატების მოზიდვის კუთხით აჭარის რეგიონში.  პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან, ბრიტანეთის საბჭო ბათუმში ყოველწლიურად 300-ზე მეტ გამოცდას ატარებს.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და სხვა საპატიო სტუმრები

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა და ბრიტანეთის ელჩის ჩართვა მსგავს ღონისძიებებში კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო სერტიფიკატების და ზოგადად, საერთაშორისო კვალიფიკაციისადმი ახალგაზრდების ინტერესს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები