მკვლელობა ზესტაფონში – თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
თვითმხილველების თქმით, მათთვის უცნობია დაპირისპირების მიზეზი და არც გარდაცვლილს იცნობენ.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობასა და იარაღის შეძენა-ტარებას ითვალისწინებს.