დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ – ონლაინპრემიერა
30 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გიორგი შენგელაიას დოკუმენტურ ფილმის – „ფიროსმანის“ ონლაინპრემიერა გაიმართება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, „ფიროსმანი“ პირველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ იმ რესტავრირებულ ფილმებს შორის, რომელთა ჩვენებაც საქართველოს ეროვნული არქივის ფეისბუქის გვერდზე იგეგმება.
გიორგი შენგელაიას სადიპლომო ნამუშევარი – დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ – 1960 წელს არის გადაღებული. ქრონომეტრაჟი: 19 წუთი.
რესტავრირებული ფილმების ონლაინპრემიერები ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.
https://archive.gov.ge/…/dokumenturi-filmi-firosmani…