ქართული ატმის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

ფერმერები და გადამმუშავებლები აცხადებენ, რომ წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია, საკმაოდ დიდია მოთხოვნა, რაც პროდუქციის ფასსა და ექსპორტის ზრდაზეც აისახება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული პროდუქციის ექსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არსებული მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი.
მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურას მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს.
ამავდროულად, რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამაცივრე, მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები