თემურ ჭყონია მამუკა ხაზარაძეს თბილისის მერობის კანდიდატურაზე უარით პასუხობს
ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით უარით პასუხობს.
ჭყონიას თქმით, მას მერობაზე არ უფიქრია და არც პოზიციის გადახედვას გეგმავს.
“არც მიფიქრია მაგ თემაზე, ვერ წარმომიდგენია. ადრე აზრი შემომთავაზეს. ჩემს პოზიციას არ გადავხედავ”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ “პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა: “თემურ ჭყონია იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდატი. უპარტიო, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და არის ორი ამხელა ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი. მე თემურს ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის. მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი ინფორმაცია მივიღე”.