გერმანიის პოლიციამ ქართველი წყვილი დააკავა
გერმანიის პოლიციამ ქართველი წყვილი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს, 27 და 34 წლის მოქალაქეები თავიანთი ავტომობილით სატვირთოს შეეჯახნენ და მიიმალნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა მათი დაკავება შეძლეს.
ჩხრეკისას გაირკვა, რომ ორივე მათგანი გერმანიაში არალეგალურად იყო შესული, მათ ყალბი დოკუმენტები, მათ შორის, სლოვაკეთის გაყალბებული ID ბარათი აღმოაჩნდათ.
დაკავებულების თქმით, დოკუმენტი ინტერნეტით 900 ევროდ შეიძინეს და გერმანიაში ლეგალური დასაქმების მიზნით გამოყენებას აპირებდნენ.
გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქალი და მამაკაცი პოლონეთის სასაზღვრო პოლიციას გადასცეს.
წყარო: რუსთავი 2