გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბოლო 2 თვეში საქართველოდან მოცვის ექსპორტი 4%-ით გაიზარდა
1-ელი მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით, 376 ტონა, 2,429 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა ექსპორტზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.
„ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარსა (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა)“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.