მამუკა მდინარაძე: პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო სწორი სტრატეგია
„ჩვენ ყველანაირი რესურსი და საფუძველი გვაქვს იმისა, რომ თქვენ შეძლოთ იმ გეგმებზე რეალურად მუშაობა, რასაც თქვენ საუბრობდით ამ დარბაზში”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანია და ეს ყველა ნაბიჯში იგრძნობა. „ადამიანის უფლებები ამ ხალხის დროს, რომლებიც დღეს გვმოძღვრავენ, საერთოდ არ არსებობდა. ახლა ჩვენ ვკამათობთ იმაზე, 485 ქალი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში თვითმმართველობის არჩევნებში თუ 466.
ვიკამათოთ, კარგია, შეიძლება მტყუანებიც ვიყოთ. კი ბატონო, მაგრამ რაც არ არსებობდა, გაჩნდა ამ ქვეყანაში, დაუბრუნდათ ადამიანებს თავისი უფლებები. მაგალითად, სიღარიბის კოეფიციენტზე ვლაპარაკობთ და როდესაც 34-დან 19-მდე და 21-მდე ვართ ჩამოსულები, პანდემიამ ეს მდგომარეობა დაამძიმა, აქ აც ვიკამათოთ, მაგრამ ეს არის საფუძველი იმისა, რომ კიდევ მეტიო დინამიკით შეგვიძლია ამ მიმართულებით სიარული.
არ არსებობდა წყალი, გაზი და გზა სოფლებში და ასეთ სოფლებში არის ახლა ეს პოზიტიური მონაცემები. მინდა თქვენს ანგარიშზე ვთქვა, რომ ეს იყო სამომავლო ხედვა, სწორი სტრატეგია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რიგგარეშე სესიაზე.