დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას შეხვდა

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეკა ჰაავისტოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გამო და გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
“დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგების დაძლევის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის მნიშვნელობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მინისტრმა კოლეგას გააცნო ასოცირებული ტრიოს დაფუძნების და ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები, ისევე როგორც ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს სამშვიდობო როლზე და მისი განგრძობითობას მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები