საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თემაზე “საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია“

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში თემაზე “საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია“, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს ონლაინ ფორმარტში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში – გიორგი ზურაბიშვილი, ირლანდიის მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრი – ლეო ვარადკარი და 80-მდე მეწარმე საქართველოსა და ირლანდიის ბიზნეს წრეებიდან.
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ ირლანდიის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ბიზნეს გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

პალატის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო, ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გააჩნია, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია. შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების მნიშვნელობას და ირლანდიელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ.
ახლო მომავალში დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოში, რომელის მიზანი იქნება ქართული და ირლანდიური ბიზნეს წრეების დაახლოება და არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები