თედო ბექიშვილი – 80: ხსოვნის საღამო გაიმართება

29 ივნისს, მწერალთა სახლში,  თედო ბექიშვილის (1941-1992) ხსოვნის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს პოეტის შვილები, ნინო და თეონა ბექიშვილები გაუძღვებიან.
თედო ბექიშვილის ლექსზე დაწერილ სიმღერას შეასრულებს ლექსო რატიანი.
თედო ბექიშვილი დაიბადა 1941 წლის 22 ივნისს სოფელ ნაღვარევში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში”, “წიგნის სახლში”, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოს” პოეზიის განყოფილების გამგედ. 1982 წლიდან – ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორის მოადგილედ.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოცემა „პირველ სხივში”. არის არაერთი პოეტური კრებულის ავტორი.
თარგმნიდა უცხოურ პოეზიას. გამოსცა სერგეი ესენინის, ფეოდორ ტიუთჩევის, ენდრე ადის, ცაო ჯის თარგმანები.
ლექსების გარდა, ლიტერატურულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს.
მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ ენაზე.
გარდაიცვალა 1992 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები