მეუფე სპირიდონი – “თბილისი პრაიდზე” – ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცენ უფლება იმ გარყვნილ ხალხს, საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავს
“სოდომისტებსა და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ?”, – ამის შესახებ სხალთელმა მეუფე სპირიდონმა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე სპირიდონი მოქალაქეებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გასვლისკენ მოუწოდებს.
„სოდომისტებსა და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ, ყოველი კაცი ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავს. როგორც მღვდელმთავარი, როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” „ღირსების მარშს” გამართავს.