თეა წულუკიანი: მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში საბოლოოდ უნდა შევქმნათ საფრანგეთის ამ ქართულ მამულში კულტურისა და ისტორიის კერა

„ლევილში, ამ ქართულ მამულში ჩვენ აღვნიშნავთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებულ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს და ამ პირველი ფაზის წარმატებით დაგვირგვინებას”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე.

“მას შემდეგ, რაც 2016 წელს მამული დაუბრუნდა საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ასევე სხვადასხვა უწყების წარმატებული ჩართულობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე. ამ ფაზის შემდეგ უკვე ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა გადმოდის კულტურის სამინისტროში და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზრუნებთ იმაზე, რომ სწორედ ასეთი წარმატებით განხორციელდეს ამ პროექტის ყველა სხვა ეტაპიც. იმ ოჯახების მიერ, რომლებმაც გადმოსცეს საქართველოს მამული, მიცემული გვქონდა 10-წლიანი პერიოდი, შესაბამისად, ჩვენ მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში საბოლოოდ უნდა შევქმნათ საფრანგეთის ამ ქართულ მამულში კულტურისა და ისტორიის კერა“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაცია, ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის შემადგენლობით, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, „ლევილის ქართველთა მამულში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის დასასრულის საინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები