გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში, ბეშთაშენი-სამადლო-ახალშენის დამაკავშირებელი გზის დაგების სამუშაოებს წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და მის პირველ მოადგილე, ანზორ ხინიკაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. სულ, დაიგება  4.2 კმ. ბეტონის  გზა, რომლის ღირებულება 2 468 782 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები