კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 370, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 44

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარაში – 39, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 8, გურიაში – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 429, აჭარაში – 149, იმერეთში – 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები