რიმა ბერაძე – ირაკლი ღარიბაშვილს: სახელისუფლებო გუნდმა თქვენი ხელმძღვანელობით დავალებას თავი კარგად გაართვა, მიუხედავად პანდემიური პრობლემებისა, ქვეყანა წინ მიდის

„მისასალმებელია ის ნაბიჯები და ინიციატივები, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის გზაზე დგამს. მისასალმებელია ასევე ის შემამსუბუქებელი პოლიტიკა, რომლის გამოვლინებაცაა გუშინდელი ამნისტია ჯარიმებთან დაკავშირებით. ახლა აუცილებელია ქვეყნის ვაქცინებით მომარაგებისა და მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის პროცესი“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, ახლა აუცილებელია ქვეყნის ვაქცინებით მომარაგებისა და მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის პროცესი.

რიმა ბერაძე დაინტერესდა, როგორ აპირებს პრემიერი ამ პროცესების წარმატებით დასრულებას და საბოლოოდ როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ვაქცინაციის შედეგად პანდემიის პროცესი დავასრულეთ.

მისივე თქმით, რამდენად პათეტიკურებიც არ უნდა იყვნენ დღეს ოპონენტები პრემიერის კრიტიკის დროს, ცხადი და ფაქტია, რომ, მიუხედავად პანდემიური პრობლემებისა, ქვეყანა წინ მიდის.

„წინა პრემიერის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის მართვა ქვეყნისათვის რთულ პერიოდში მოგიწიათ. ეს იყო პერიოდი, როცა ქვეყანას პანდემიის დასამარცხებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაედგა. ახლა, როცა თქვენს ანგარიშს ვეცნობით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სახელისუფლებო გუნდმა თქვენი ხელმძღვანელობით დავალებას თავი კარგად გაართვა. ამ მოკლე პერიოდში თქვენ შეძელით ხელშესახები წინსვლისთვის მიგეღწიათ, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში:

გაძლიერდა განათლების სფერო – მხოლოდ ამ წელს აშენდა 45 სკოლა, 900-ზე მეტი სკოლა რეაბილიტირდა, პანდემიური ვითარების მიუხედავად, ეკონომიკური სფეროს გაჯანსაღება შეიმჩნევა – (ექსპორტის 3.5%-მდე ზრდა, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების 4%-იანი მაჩვენებელი), უმჯობესდება ინფრასტრუქტურა , მათ შორის რეგიონული, ძლიერდება შრომის უსაფრთხოების მიმართულება, გარემოსდაცვითი მიმართულებით გვაქვს დიდი წინსვლა. რამდენად პათეტიკურებიც არ უნდა იყვნენ დღეს ოპონენტები თქვენი კრიტიკის დროს, ცხადი და ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიური პრობლემებისა, ქვეყანა წინ მიდის.

სწორედ პანდემიაზე მინდა გკითხოთ მისასალმებელია ის ნაბიჯები და ინიციატივები, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის გზაზე დგამს. მისასალმებელია ასევე ის შემამსუბუქებელი პოლიტიკა, რომლის გამოვლინებაცაა გუშინდელი ამნისტია ჯარიმებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით ალბათ, ახლა აუცილებელია ქვეყნის ვაქცინებით მომარაგებისა და მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის პროცესი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები