ამირან გამყრელიძე: ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში 16 წელს ზემოთ მოზარდები ჩავრთოთ

“ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც.

„მოგეხსენებათ, ინსტრუქციითაც შეიძლება, რომ „ფაიზერი“ 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები. 18 წლიდან ისედაც ვცრიდით. უკვე ორი ასაკობრივი ჯგუფი ჩაერთოს „ფაიზერზე“ და, ზოგადად, შემოდგომისკენ ველოდებით.

იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც, შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ „ფაიზერის“ საკმაო დოზები გვექნება. შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია ვიფიქროთ ამაზეც, რომ „მიტაგმა“ შეიტანოს ცვლილებები და, რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები