გიორგი ვაშაძე: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ჩადებულია ამ კოდექსში, არის იმ დიდი ბრძოლის შედეგი, რომელსაც მოჰყვა შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმება.

„მიუხედავად იმისა, რომ არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმებით, განსაკუთებით ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით რაც მოხდა – გაუარესდა ქალთა უფლებები, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ საკანონმდებლო პაკეტს, რადგან ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ჩადებულია ამ კოდექსში ეს არის იმ დიდი ბრძოლის შედეგი, რომელსაც მოჰყვა შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმება, შეთანხმება. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მესამე მოსმენამდე უნდა დაზუსტდეს და იმედი მაქვს, რომ ამაზე სამუშაო პროცესი იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები