ხატია დეკანოიძე: როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ, თურმე, დოკუმენტში დაპაუზება წერია და არა შეჩერება, ეს არის იმის დასტური, რომ ეს ადამიანები ატყუებენ ყველას, მათ შორის, შარლ მიშელს
”როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ, თურმე, დოკუმენტში დაპაუზება წერია და არა შეჩერება, ეს არის იმის დასტური, რომ ეს ადამიანები ატყუებენ ყველას, მათ შორის, შარლ მიშელს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
„საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები არიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩართულები არიან პროცესში. როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ თურმე, დოკუმენტში დაპაუზება წერია და არა შეჩერება, ეს არის იმის დასტური, რომ ეს ადამიანები ატყუებენ ყველას, მათ შორის შარლ მიშელს, პარტნიორებს. მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმა უნდა დაიწყოს და მართლმსაჯულების რეფორმა თუ ჩავარდება, ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შანსი არ ექნება. ამიტომ, ძალიან მარტივია მოცემულობა – „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, მოსამართლეების საკითხს მაინც თუ შემოიტანს“, – განაცხადა დეკანოიძემ.