„სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“ – საჯარო ლექცია
29 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერი, ნუმიზმატი მაია პატარიძე გამართავს საჯარო ლექციას – „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“.
„სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური საგანძურის ინტერდისციპლინარულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ რეგიონს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს, პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, დროის უდიდესი მონაკვეთის განმავლობაში მჭიდრო კავშირი ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე სამყაროსთან.
2021 წელს, ზემო სვანეთში, ოქტავიანე ავგუსტუსის დენარის საკმაოდ იშვიათი ტიპი აღმოჩნდა, რომელიც მოჭრილია ზარაფხანა ლუნგდუმში, ძვ.წ. 15 წელს. ახალმა აღმოჩენამ კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური სვანეთის გარე სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი რომაულ პერიოდში.
29 ივნისიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მონეტა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ნუმიზმატიკურ კაბინეტში დაიდებს ბინას, მისი ნახვა მუზეუმში მისულ ყველა სტუმარს შეეძლება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.