„საუბრები ეროვნულ გალერეაში” – „დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში“
26 ივნისს, 13:00 საათზე.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ახალ საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლებს – „დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნული გალერეაში გაიმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).