ანა ნაცვლიშვილი: იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა
“იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა”, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა უნდა თქვას, რამდენად ნაფიქრ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა. ეს თუ იქნება ზეპირსიტყვიერი სადღეგრძელოები, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან. ველოდებით, რა სტანდარტს მოიტანს გაკეთებული საქმეების. ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს და ცხადია, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენად ნაფიქრ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, –განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.