ბერლინის აეროპორტში უამინდობის გამო რეისები დროებით შეჩერდა

ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უამინდობის გამო რეისები დროებით შეაჩერა. აეროპორტის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით ფრენების შეფერხება დაადასტურა.

როგორც აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, გაყინული თვითმფრინავების კორპუსების გალღობა ვერ ხერხდება.

ავიარეისების დროებითი გაუქმება შეეხო როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებს. აეროპორტი სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე ფრენების განახლებას დააანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები