პარლამენტი პრემიერმინისტრის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას მოუსმენს
პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო დღეს, 25 ივნისს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას მოუსმენს.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერმინისტრის მოხსენების შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს: პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს.
თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია 2 წუთი, დაზუსტებისთვის – 1 ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წთ. სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების – 3 წუთი. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. გამოსვლების დასრულების შემდეგ, 10-წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.