„ნართი“ – ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
25 ივნისს, 15:00 საათზე, „აბრეშუმის გალერეაში“ გამოფენა „ნართი“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში 6 ნიჭიერი ხელოვანი მონაწილეობს. ესენი არიან:
ხატია ლიქოკელი, ელენე ელყანიშვილი, ელიზაბეტ გვილავა, ნიკოლოზ მაღლაკელიძე, გიორგი კიკაძე, დავით გოდელაძე.
გამოფენა 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მის: მ.კოსტავას №59.