ევროკავშირი თურქეთს მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად კიდევ 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე თურქეთისთვის დამატებით 3,5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანას მიგრაციული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

წლის ბოლომდე ევროკომისია თურქეთს თითქმის 530 მილიონ ევროს ჰუმანიტარული პროგრამებისთვის გამოუყოფს და 3 მილიარდი ევრო ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2024 წლამდე იქნება გადარიცხული.

ევროკავშირის ერთ – ერთი დიპლომატის თქმით, ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი მოხმარდება არა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს, ასევე, “სოციალური ინტეგრირების” ელემენტის შემცველი იქნება.

გარდა ამისა, თურქეთს 1,9 მილიარდი ევრო გამოეყოფა, რომელიც 2016 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

გაერო-ს მონაცემებით, თურქეთი მიღებული ლტოლვილების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. თურქეთში თითქმის 3,7 მილიონი ლტოლვილია, ანუ თავშესაფრის მაძიებელთა 15%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები