ჰუბერტ ქნირში: ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა ყველასთან და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელი პროცესი ემსახურება სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას
“ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა ყველასთან და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელი პროცესი ემსახურება სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოვლისმომცველად და თანამშრომლობის სულისკვეთებით.
„შეშფოთებული ვარ, რომ ვხედავ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერ პარტიებს შორის განსხვავებულ მოსაზრებებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. შარლ მიშელის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოვლისმომცველად და თანამშრომლობის სულისკვეთებით. უკიდურესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობის გაძლიერება. შესაბამისად, ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა ყველასთან და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელი პროცესი ემსახურება სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.