ირაკლი კობახიძე – ჯარიმების გაუქმებაზე: სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს სექტემბერში გაკეთდებოდა
“სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს სექტემბერში გაკეთდებოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოვიდპანდემიის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმების ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის.
,,ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის.
საბოლოოდ, „კოვიდმა“ სხვადასხვა ფორმით გვაზარალა ადამიანები, მათ შორის, სამართალდამრღვევებიც და როცა ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, სახელმწიფოს მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს სექტემბერში გაკეთდებოდა და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება“, – განაცხადა კობახიძემ.